თბილისის კომუნიკაციის სკოლის Android Development-ის პროგრამა



თბილისის კომუნიკაციის სკოლის Android Development-ის პროგრამა

თბილისის კომუნიკაციის სკოლის Android Development-ის პროგრამა

Android Development თბილისის კომუნიკაციის სკოლისა და Wandio-ს პირველი ერთობლივი პროგრამაა, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ გახდნენ Wandio-ს გუნდის წევრები!

თანამედროვე სამყაროში ნებისმიერი ციფრული პროდუქტი ან მომსახურება არ ითვლება სრულყოფილად თუ მას მობილური აპლიკაცია არ აქვს. მსოფლიოს მობილური მომხმარებლების დაახლოებით 86% ანდროიდის მომხმარებელია, რაც მას ყველაზე პოპულარულ მიმართულებად ხდის მობაილ დეველოპმენტში.

მობილური აპლიკაციები პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთი სახეობაა, ამიტომაც კურსის საწყის ეტაპზე აქცენტი კეთდება პროგრამირების ენებისა და მიდგომების შესწავლაზე. ამის შემდეგ, კი გადავდივართ ანდროიდის სპეციფიკური ფრეიმვორკის, ინსტრუმენტებისა და აპლიკაციის შექმნის პროცესზე.

კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს ექნებათ ჯავას და კოტლინის პრაქტიკული გამოცდილება. ეცოდინებათ რა არის პროგრამირების პარადიგმები, გაეცნობიან Design pattern-ებს, შეეძლებათ აპლიკაციის UI-ის აწყობა და ფუნქციონალის შექმნა. მიიღებენ გამოცდილებას, რომელიც დაეხმარებათ სამომავლოდ დამოუკიდებლად განავითარონ აქ მიღებული ცოდნა.

კურსი არის, როგორც დამწყები, ასევე, გამოცდილი დეველოპერებისთვის, ვისაც ტექნიკურად განვითარებული უნარ-ჩვევები აქვთ და აინტერესებთ ანდროიდ ფრეიმვორკის შესწავლა. რაც შეეხება აუცილებელ ტექნიკურ მოთხოვნებს, სტუდენტმა უნდა იცოდეს პროგრამული უზრუნველყოფის საწყისი პრინციპები და უცხო არ უნდა იყოს IT სფერო. ასევე, უნდა შეეძლოს ინგლისურად ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვა, გაგება და გააზრება.